ემოციები


,,სინამდვილეში ცხოვრება მარტივია.
ვართულებთ.
ასაკია,
ემოციები..." -
და მრავალი მსგავსი გამონაგონი.

 ოხ,გულისამრევნო...
კარგით,კარგით !
მარტივი კი არა, სულ რომ აღარაფრად,აღარაფრად იქცეს ეგ თქვენი ხელით ნაქარგი, ფერადი ხალიჩით დაფარული მტვრით სავსე ცხოვრება, რატომ გამოიშვერს ხელებს ნუგეშისთვის თუ სიმარტივით განებივრებს და ემოციებს გადააბარებს საკუთარ სასჯელს.

თუ ასე მარტივია ეგ თქვენი ნაცრისფერი გროვა, არ უნდა ვხედავდე ქუჩის კუთხეში მათხოვარივით მიტოვებულს,წყლიანი თვალებით,რომელიც ერთდროულად სავსეა ყალბი ღიმილით ,სიმწრისფერი ტკივილითა და გულწრფელობით.

რაღა აზრი აქვს,თუ ერთი ემოცია შეგრჩა.
დედის მსგავსად ერთი...
ერთადერთი.
და მასშიც არაფერი ფერადი და სანუგეშო.
ასეა?
არც კი დაფიქრდეთ .
არ ვეძებ თანამოაზრეებს თქვენში.
______________________________________

ი'მეამბოხე'თ.

მე უმიზნო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი