სულისფერი ყვითელი


მზე მცხუნვარებდა, თურმე.
მზეზე შეყვარებულს კი არ მესმოდა მისი...
როგორ შეეძლო ჩემს გარეშე ბრწყინვალებით ანთებულიყო.
წამიერი გაბრაზება მომაკვდავივით ფართხალებდა დაფერფლილ გრძნობებში.
ზუსტად ამ დღეს,პირველად,მზეზე შეყვარებული  მუქ ფარდებს მიღმა ვიმალებოდი.

* * * * *
ეს პირველი დღე იყო,როდესაც დილის სალამი არ გავუგზავნე მზეს.
დანახვაც კი არ მინდოდა მისი.
მერე რა ,რომ წლებია უკვე ჩემს ფანჯრებს არ სცილდება ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ თვესა თუ სეზონს.
ის მუდამ ანათებს ჩემი ფანჯების მიღმა, ჩემთვის.

არ მივესალმე. ფარდაც კი არ გადავწიე რომ თვალებში არ ჩამეხედა მისთვის.
ვერ გამინათებდა ბნელ ნაპრალებს სულის წიაღში.
გულის ღრმა ფენებში დალექილ დღისწინანდელ მოგონებასაც ვერ გააცოცხლებდა ამჯერად.

* * * * *
არადა როგორ მახსოვს დღე , როცა წამიერად გასხივოსნდა მისდამი გრძნობა ჩემში.
ახლა კი თითქოს ბოროტმა ძალამ ჩამოსწია დარაბა,რომლის ერთ მხარეს მზე დარჩა , მეორე მხარეს კი გაქვავებული ვიდექი მე... მე, რომელსაც აკანკალებამდე მჭირდებოდა მზის სხივების სისხლში გარევა ყოველდღე,როგორც ნარკოტიკი წამალდამოკიდებულს.

უკვე აღარ მჯერა მისი გულწრფელობის.

* * * * *
მე დარაბას ვესალმები დილიდან.
ვესალმები,უფერადოდ. უგრძნობლად.
უსიცოცხლოდ. როგორმაც გავიღვიძე დილით,
უსიყვარულოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი