ერთფერი ცისარტყელა
იცით ? რამდენი ფერი დააკლდებოდა ცისარტყელას ....... ჩემი ფანჯრიდან 'ცისარტყელა'ს ექვსი ფერი ჩანს . ისიც ყველა მუქი.მგონი შავი და ნაცრისფერი. და რა ვიფიქრო? ამდენი სიყალბეა ჩემში,რომ შვიდივეს,თანაც ფერადს ვერ ვხედავ? იქნებ თვითონ მემალებიან. აი,სხვების ფანჯრებისკენ რომ გავიხედე,გამეღიმა. კაშკაშებდა შვიდივე 'ფერადი'. ბრწყინვალებით ამენთო სევდისფერი თვალები მათი დანახვისას... ვითომ,ბინძურია ჩემი ფანჯარა? ესეც კი გავიფიქრე უკიდურესობისას. მაგრამ არა, მეშვიდე ფერი ხომ ასე მახარებს,მაბედნიერებს. მეშვიდე ყვითელია. ნათელი ღიმილით, მზისფერი. აბა რა ხდება? სად დამეკარგა დანარჩენები. გული მწყდება,ძალიან მწყდება იმის გამო,რომ საკუთარისგან განსხვავებით ბევრი ადამიანის ფანჯარაში 'სხივოსნობაა'. ________________________________________________________________________ ეს ადრე იყო. იცით,რა მოხდა? მე აღმოვაჩინე.აღმოვაჩინე და წამიერად აღვივსე აღტაცებით. წამიერად. მერე ისევ ამიცრემლიანდა გაღიმებული სული. აღმოვაჩინე,რომ თურმე მათ, ბევრს...თავად მოუხატავთ საკუთარი ფანჯრები ცისარტყელას შვიდივე კაშკაშა ფერით. და თურმე სიყალბედ უქცევიათ 'უმრავლესი' . ჩემი მოუხატავი,რეალური ფანჯრიდან ნათლად ვხედავდი იმ ყვითელ ფერს, საოცარს, სადაც ამის შემდეგ შევნიშნე ჩემი თავი საკუთარი ფანჯრიდან მომზირალი. ჩემთან ერთად, აი,იმ ყვითელ ფერში ერთეულები აღმოვაჩინე მხოლოდ. თითქოს სხეულში ჩამწყდა ბედნიერების ძაფი. ______________________________________________________________________ იცით? რამდენი ფერი დააკლდებოდა ცისარტყელას... მას რომ დღეს,ნამდვილ გრძნობებად განვიხილავდეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი