ხორბლისფერთმიანი გოგონა
მონატრება ორი საპირისპირო გრძნობის თანაბარი ნაზავია... ცუდია? როდია ცუდი. კარგია? როდია კარგი. ოჰ, მივანებოთ თავი ამ კამათს... მასაც აქვს საკუთარი ეტაპები... გადადის : ღიმილიდან - ცრემლებში. მინუსიდან - პლიუსში. სუსტიდან - ძლიერში. მუქიდან - ფერადში. ყველა მონატრებას ეგუება ადამიანი. რაც უფრო მეტჯერ უტყდება თავს ამაში,მით უფრო. არ გჯერათ? ვერ მიგებთ ? არაფერია , არ ვეძებ თანამოაზრეებს თქვენში... რას მეტყვით მუდმივ მონატრებაზე? შეგიძლიათ რამე თქვათ მის სიმკაცრეზე? სიბოროტესა და უსამართლობაზე? მეტყვით? მეტყვით,ალბათ. რომ უმრავლესობა ამ 'ყოფაში' ვცხოვრობთ. თუმცა მეღიმება...თქვენ ცდებით ! _______________________________________ დიალოგის ნაწილი ჩემი წარსულიდან. ........ - უკაცრავად, როგორი უნდა იყოს მეგობარი,ეს მკითხეთ? - (დავაზუსტე მისი კითხვა,ცოტა გაუგებრად გამოუვიდა. ) დიახ გიპასუხებთ. აი, მაგალითად ჩემი მეგობარი ყოველთვის ჩემს გვერდითაა.უკვე წლებია.არც ერთი წამი არ ვყოფილვარ,მგონი მის გარეშე.სულ ვესაუბრები, ვუყვები ჩემს ამბებს, პრობლემებს, მომხდარ ცვლილებებს, მოვლენებს... ისიც ჩემი ყურადღებით მსმენელია.ერთადერთია ვის მხარდაჭერასაც ყოველ წამს ვგრძნობ, მაგრამ მხარდაჭერასთან ერთად მინდა ვხედავდე კიდეც.... თუმცა ის იმდენად შორსაა,რამდენადაც ახლოს.... - იცით? ძალიან კარგია ეგეთი მეგობრის ყოლა.მე სამწუხაროდ მოკლებული ვარ ამას. ნუ შეიძლება მყავს კიდეც ,მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის ვინმეს ჩემს პრობლემებზე ვესაუბრო ან აზრები გავუზიარო და დღეს რაღაც ტვირთი მომეხსნა თქვენთან,როგორც სრულიად უცნობთან,საუბრით. ახლაც და აქამდეც ალბათ უაზროდ გეუბნებოდით სიტყვებს ,მაგრამ ამას რომ გიყვებით, თითქოს თითო სიტყვაც კი ძალას მმატებს. არ ვიცი ასე რატომაა,არასდროს მომხდარა და გაურკვევლობის გრძნობაც კი მიჩნდება. სულ მინდოდა თქვენნაირი ვყოფილიყავი,აი ისეთი ,,სარეველაში ერთი ხორბალი რომ გამოერევა",მაგრამ არასდროს გამომივიდოდა ვიცი. გაოცებული ვარ თქვენით... - ისევ ეტაპობრივი პასუხები.სულაც არ არის ასეთი მეგობრის ყოლა კარგი,რადგან ვერ ვხედავ მას, მისი მხარდაჭერა ყოველთვის მაძლიერებს,მაგრამ მინდა მისგან რჩევაც მოვისმინო,მისი აზრი მითხრას,მომასმენინოს,იქნებ გავითვალისწინო კიდეც... მაგრამ ის მხოლოდ 'ფრთიანებს' ესაუბრება. - მოიცადეთ, მეგობარი გარდაცვლილი გყავთ? ძალიან დიდი ბოდიში თუ არასწორად გავიგე, მაპატიეთ . - კი.6 წელია. _______________________________________________________________________ რას იტყვით ? ეს მონატრება მოშუშდება? ვაპატიო ანგელოზებთან საუბარი? _______________________________________________________________________ ერთმა გოგონამ გამოგავა ჩემს სხეულში სიცოცხლე.მორეცხა ცრემლით და დამტოვა სუფთა.უიმისობამ დამიტოვა მხოლოდ სხეული უსულოდ,ვინ იცის,როდის შევხვდებით ისევ... * * * სიკვდილის ნატვრით? არა ! ლოცვით ვიქნებით ოდესღაც მაინც ერთად . * * * და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში. ხდება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი