საათი


ფაქტია,რომ დღეს...
ჰო, დღეს მოხდა ისევ.
დღეს განმე.....განმეორდა არა, განმეასდა ალბათ.
ან კიდევ უფრო მეტიც. ვეღარ ვიხსენებ.
ვის დავაჯერო, მე ვინ დამიჯერებს ...
,,ეს ხომ მხოლოდ ერთხელ ხდება"-ო მეტყვიან.
ცდებით.
ნაფლეთებიც აღარ შემრჩა დასატირებლად.
დამიჯერეთ,  მე, მე... მე უბრალოდ უგრძნობი ცრემლებიღა შემრჩა.
არც კი ვიცი საიდან მოვიდნენ ოღონდ.ან საით მიდიან.. თუ უკვალოდ უნდა დაიკარგონ, რაღას მოდიან...
წადით, წადით და თქვენც დამტოვეთ მარტო , ჩამოირბინეთ სველი ღაწვები და ნიკაპს მოეჭიდეთ ბოლო იმედად... სულ ტყუილად. დაიკარგებით, გაქრებით, გაიძურწებით...
წადით, წადით და ნუ მამადლით სულში გაჩენილი ნაპრალების გამოსხივებას.
ნუ მამადლით თქვენით გამოხატულ ყველა იარას.
ნუ, ნუ მამშვიდებთ მაინც და მიცლით სხეულს ტკივილის მემილიარდედისგან.
დამიტოვეთ ყველა, სულ ყველა ტკივილის ნაგლეჯი. ნუ მიგაქვთ,ნუ მიგაქვთ თითქოსდა ნუგეშად. დამიტოვეთ ნაწამებ სულში...
* * *
თუმცა,
არ გესმით.
არ გჯერათ .
 ან როგორ დამიჯერებთ.
* * *
ადამიანი ხომ ერთხელ კვდება.
მე ვინ დამიჯერებს რომ ამდენჯერ მოვკვდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი