თბილმკლავი
იცით?! სხვა თუ არაფრის,იმის გამო მიხარია სიცოცხლე,რომ არსებობს : მზე,ჩახუტება და გვირილები... ეს ბევრჯერ მითქვამს... თუმცა დღეისთვის ვისაუბრებ ერთ-ერთზე. * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * ,,ბედნიერების რეპეტიციაა გულწრფელი ჩახუტება"-ო,ამბობენ. განა ტყულია? არანორმალური ძალა აქვს იმ ორ მკლავს,შენზე შემოჭდობილს... რომელიც ასე გულუხვად გიწილადებს ხოლმე უზღვავ სითბოს. რომელსაც ყოველთვის ხარბად ეტანება შენი სხეული და გულში იხუტებს.აღარ უშვებს. ეგოისტურად იბედნიერებს საკუთარ თავს.მაგრამ ვერა და ვერ კმაყოფილდება.მეტი და მეტი უნდა. განუწყვეტელად ეძებს მკლავების ძლიერ სითბოს ,რომელიც იძულებით ასხივებინებს საუკეთესო ემოციებს და ყოველი მცირეხნიანი ჩახუტებისას ემსგავსება წლების განმავლობაში ჩამქრალი ვულკანის უცაბედ ამოფრქვევას ,გაღვიძებას,გაბობოქრებას,გათავხედებას და ბოლოს ისევ კვდომას.მიდიან ეს ემოციები,იკარგებიან სადღაც. როდესაც,ორი მკლავი მოწყდება მის დროებით სამყოფელს და დაესვენება ჩვეულ ადგილას ,ურცხვად. როგორც მიცვალებულის ხელები გაყინულს გულს... სიგიჟეა ეს ყველაფერი... სიყვარულის,სიცოცხლის,სიკეთის,გაბედნიერების,გაბრწყინების,გასხივოსნების წამიერი ბუნტი ჩვენს ჩამქრალ სხეულში... საოცარი 'ეგოისტია' ჩახუტება... საუკეთესო ეგოისტური სურვილი: ,,განუწყვეტელი ბედნიერების რეპეტიცია..." * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი