ის კაცი ანუ მკვდარი მე
ჩაივლი ქუჩას. და ბოლავს ხერხემლის ჩრდილოეთი. ცეცხლისფერ მზერას ჩამოერთვა ზურგის ამ წერტილისთვის ბინძური ხელი. ეს მზერა იმ 'მოსიარულე'ს მფლობელობაშია, ვის გვამსაც გაატანდი ადიდებული მდინარის ტალღებს, რომ იყო ბოროტი. არა, ბოროტები არ არსებობენ, მისნაირი.შენ უნდა იყო სუსტი,უსიცოცხლო,სასოწარკვეთილი ადამიანი და ეს იქნება შენი ერთადერთი კმაყოფილი გაღიმების გადმოგდებული ლუკმა, შენი მოშიმშილე სულისთვის თვალის გასწორების დროს. შენ უნდა იყო მისნაირი: უსარგებლობის მორევში მოცურევე.სულმდაბლობის ჯაჭვით დაბმული. მისნაირი,ჰო ზუსტად მისნაირი. უყველაფრო. ცოდვისფერი. ჰო, მას უნდოდა შეეწმინდა ხელები შენს სპეტაკ სულზე. მოეკლა შენში არსება, ამოეგლიჯა ნათელი. * * * და ახლა, დღეს. რა მისი ბრალია თუ შენ ხარ მისნაირი. რა მისი ბრალია თუ შენ თვითონ მიებარე ადიდებულ ტალღებს. რა მისი ბრალია თუ მოიკიდე შავსარჩულიანი ზურგჩანთა,ჩააწყვე შიგნით განვლილი ფერადი წლების ისტორიები,ბოლოს კი დაუმატე 'მოსიარულე'ს დანაშაული და გაუყევი ზეცის კალაპოტს ანგელოზების ფრთების სამზერლად. რა მისი ბრალია თუ შენ დღეს გაცვია მისი ნაწარსულარი ცოდვით გაჟღენთილი თეთრი ტანისამოსი. და ეს სამოსი ტანთ ჩაიხუტე სპეტაკ სუდარად. * * * და მე დღეს, ჰო, დღეს მინდა გითხრა: შენზე ვწერ, მკვდარო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი