ფაქტი


'ერთწლიანი თერაპიის შემდეგ,

ჩემმა ფსიქიატრმა მითხრა : -

,,ალბათ ცხოვრება ყველასთვის არ არის"
_______________________________________

ვერ გავიკვირვე.
ჩვეული ემოციით.
ჩვეული სიყალბით.
ჩვეული სიცარიელით.

ანდა როგორ იქნებოდა...
იცით? რა ბევრია 11 ,,არა" ცხოვრებისგან.
იცით? რა ძნელია,როდესაც ამ ,,არებზე" სულ ცოტათი ხარ 'უფროსი'.
ვინ დაგიჯერებს.
,,როგორ მოასწარი"-ო -
გეტყვიან.
მოდით , ჩამხედეთ სისხლიან თვალებში,სიმწრისგან მოწოლილ ცრემლებს რომ ინახავს.
მოდით, დამადეთ ხელი დაჭირხლულ გულზე ,ფეთქვით რომ ვხდები მის არსებობას.
მოდით, მოდით და გამომგლიჯეთ აკანკალებული ხელებიდან არარსებული სიავის ჩამდენი იარაღი.

წამართვით, წამართვით არსებობა.
წაიღეთ, უსასყიდლოთ, მადლით,უღირალია ისედაც...
მოდით ,და ისევ მითხარით: 
,,ბევრია პატარავ, ეგ შენი 'თერთმეტი', და კიდევ ადრეა დარდში ჩახრჩობა . "

და ,მერე 'ვისგან' ?
სისხლში გამჯდარი ალკოჰოლისგან? წამლისგან?
უწესობისგან ?
სიბოროტისგან, ტალახის სროლისგან,შეყვარებისგან,გაქცევისგან,ხუთი თითისგან.... ...გან, ...გან, ....გან, ....გან, ....გან ................. ?
_______________________________________

გამაღატაკეთ. 
შემომძარცვეთ სპეტაკი გარსი.
ამომაგლიჯეთ სიკეთის მქმენლი.
გადამაქციეთ უსულობად,სიცარიელედ.

_______________________________________

და,თურმე ადრეა ჩახრჩობა დარდში.

აღარც ვიტირო ?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი