სუსხი
ჩემი კოორდინატების ამსახველი. * * * * * * * * კრაკატაუს სიძლიერის მსგავსი გრძნობა,პასატური მიმართულებით. ქარს მიყოლილი ნაბიჯებით,მაღალი წნევის არიდან , დაბლისკენ. კომპასიც კი მხოლოდ ჩრდილოეთს მიჩვენებს. ზვავსაშიში ზონის მსგავსად. ანტიციკლონურადაც... და მაინც, ყველა გზა შენსკენ მოდის. ყველა ცენტრში შენ დგახარ. გეოგრაფიულად... არაგეოგრაფიულადაც. გულით,გონებით. ნაბიჯებით. _____________________________________________________________ პატარა,სპეტაკი ნაპერწკლით დავიწყე... იგორა ამ ' თოვლის გუნდამ' და,ბოლოს ზვავივით დამატყდი თავს. მზესაც არ ვუშვებ გულამდე.გიფრთხილდები. პატარავ ! იცი? მზეც კი არ ყოფილა არასდროს ისეთი მცხუნვარე,როგორიც ჩემი გული, როცა ჩაესვენე მასში სამუდამოდ... პატარავ ! იცი? მზეც არ ამოდის უშენოდ.ისიც ისეთი ცივია ჩემთვის,როგორიც შენი ხელები იყო ბოლოს რომ ჩაგკიდე... პატარავ ! იცი? როგორ მენატრები? ალბათ,იმაზე მეტად,ვიდრე პოლარული ღამის დროს მომენატრებოდა მზის ხილვა... პატარავ ! იცი? როგორი ლამაზი იყავი ბოლოს,მაშინაც კი როცა გული აღარ გიცემდა... პატარავ ! იცი? მე მიჭირს უშენოდ.თავს ისე ვგრძნობ,როგორც ასტრონავტი კოსმოსში ჟანგბადის ბალონის გარეშე. პატარავ ! იცი? რა საშინელი დასანახი იყო ის ხის ყუთი,რომელშიც ბოლოს გეძინა.გეფიცები,მარტო ერთხელ შევხედე.მეტჯერ ვერ გავუძელი. პატარავ ! იცი? დღეს ფერმკრთალი ანგელოზი ხარ.ფრთებს მე გაჩუქებ გპირდები.ოღონდ ისევ შემომხედე! ისევ გამიღიმე! ისევ გამათბე შენი თვალების ბრწყინვალებით! ნუ წახვალ, ნუ წახვალ გევედრები.... მჭირდები. მჭირდები. და მე მოვფრინავ შენთან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი