ნუ ტირი..
ნუ ტირი, მე ხომ ღიმილი მიყვარდა ნუ ნაღვლობ, ცხოვრება სავსეა ტკივილით მოდი და მითხარი,შენს მეტი ვინ მყავდა არ ქრება ეს გრძნობა უბრალო სიკვდილით. მე ხომ შენთან ვარ, არსად წავსულვარ, შენს გულს არასდროს არ მივატოვებ, ნუ ტირი, მე ხომ ღიმილი მიყვარდა, მხოლოდ მე ერთი სამყარო დავტოვე. არ დავიღუპე, და არც მოვმკვდარვარ, მე ხომ უბრალოდ გარდავიცვალე, ერთი სამყაროს შვილი ვიყავი, ახლა მეორედ გარდავისახე. დედა, ნუ ტირი ნუ დარდობ ჩემს გამო, მე ხომ დავტოვე ცოდვილი სამყარო, არ არის საჭირო საფლავზე ცხოვრება, საკმარისია რომ გულით მატარო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი