მწვანედ ბიბინებენ მდელოები...
მწვანედ ბიბინებენ მდელოები, ლურჯად ველ-მინდვრები ხასხასებენ, ტურფა საქართველოს სილამაზეს ზეციურ სამოთხეს ამსგავსებენ. თეთრად დაპენტილა ალუბლები... ფიქრთა ქარაშოტი მოგერევა... სულში უდიდესი კრძალულებით ბოროტს სიყვარული მოერევა... მეწამული ფერი დაჰფენია ზეცას, სისხლით დანამულა შენი მდელოები, ჩვენი დაკარგული ტურფა აფხაზეთის სახლში დაბრუნებას ისევ ველოდები. მრავალჭირნახული შენი ქართველები მაინც მოვახერხებთ მტრების დამარცხებას, შენი ნარიყალას,შენი მეტეხის და შენი სვეტიცხოვლის ველი გამარჯვებას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი