დღე საოცრად მოკაშკაშე მზის სხივებით გაჟღენთილა...
დღე საოცრად მოკაშკაშე მზის სხივებით გაჟღენთილა, და ჩემს გულში პოეზიას და სიყვარულს არ ეძინა. ოცნებების ქარაშოტი აღელვებდა ჩემს გუნებას, მაღელვებდა საქართველოს მიწა-წყალის დაბრუნებაც. ეს ოცნება მინდა მალე გამართლებად გარდაგვექცეს და ფიალა ტრფობით სავსე სანახევროდ არ დაგვექცეს. მინდა ტურფა,საოცნებო ჩვენი მხარე დაგვიბრუნდეს, მწამს რომ ღმერთი არ გაგვწირავს და იღბალი არ გვიმუხთლებს. გამთლიანდეს საქართველო, ჩვენს გულებსაც გაეხაროს, დე , ოცნების ასრულება ამ მზიან დღეს დაედაროს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი