...


დღესაც დამათენდა,
ვიწრო სივრცის მძიმე სიბნელეში..
არ ვიცი რომელი უფრო მძიმეა, სიბნელე თუ ფიქრები..
ალბათ ორივე ერთად, რადგან ისინი ქმნიან უჰაერობის, სულისმხუთავ ატმოსფეროს.. და მთელი ძალით აწვებიან სულს.. რომელიც მათ შორისაა გაჭედილი და აი სადაცაა გაისრისება... 
გიგრძვნიათ სიბნელის და ფიქრების ერთობლივი სიმძიმე?!.
ვერ იგრძნობდით თუ არ დარჩენილხართ სრულიად მარტო, ზეცასა და დედამიწას შორის სადაც პლანეტებიც კი არ ჩანან და მხოლოდ შენ, ფიქრები და სიბნელე ხართ.. სწორედ ამ დროს გრძნობ აუტანელ სიმძიმეს.. თითქოს მთელი გალაქტიკა შენს გულს დაყრდნობია..
ეს კი დღემდე ვერ გავარკვიე, რომელი უფრო მტკივნეულია, 
სიბნელესა და ფიქრებს შორის გაჭედილი სული, თუ გულზე დაყრდნობილი გალაქტიკა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი