ერთი მეგობარი მყავდა
ერთი მეგობარი მყავდა. მგავდა. ისიც სხვებისთვის სიცილიანი იყო. ჩემთან იყო უღიმილო. მე -მასთან. სიცილით დაღლილებს ვგავდით. ერთად შეგვეძლო მოგვეწყინა. მერე შევიცოდეთ ერთმანეთი და ზურგით დავდექით. მის ზურგს ვგრძნობ როცა ვიღლები. ბედნიერებაა ისეთი ადამიანი ვისთანაც მოწყენა შეგიძლია. აი ასე. . მიხვალ დაუდგები ზურგით და მოიწყენ. შენ მის ზურგს გრძნობ - ის შენსას. იცი, რომ არ მოგცემს დაცემის უფლებას. იცის, რომ ხელს შეაშველებ და არ დაეცემა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი