მოთოვს
არ თოვს. შობა დგას კართან. არ თოვს. ცა იხდენს ცივ ფონს. მზე სუსტია და კრთება, ყველა სისუსტე მომწონს (ქალური).. ნება დამრთე, ასე უბრალოდ, სადად სუსტ და ჩამქრალ მზეს ვგავდე, თეთრი კარავი დავდგა შენში, შენს გულთან ახლოს. დეკემბერს სუნთქვა უმძიმს, როცა არსაით არ თოვს. როცა ზეცაა მუნჯი. ფიქრი თბილ თოვებს ითხოვს- ვოცნებობ.. მეტად ვდუმვარ. სულშენაციებ სინქრონს ვერ გადავურჩე თუნდაც. ვერ გაზაფხულდეს ჩემთვის დილა ნამარტალ ცაზე. და ნაზამთრალი ვერცხლის- ფერ, ყინულის ქალს ვგავდე. ეს უთოვლობა მომსპობს. მომწონს სიცივის თრთოლვა. მოთოვს. უთუოდ მოთოვს, პირობა დადო თოვლმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი