იისფერი მირაჟი
წვიმის ალმაცერი წვეთი აციალდა მორცხვი კიპარისის მკერდზე. შენი მონატრება თბილად მაცვია და ღამე ულექსობით ვერ ძლებს. ცივი ქარტეხილი ფიქრად შემოემსხვრა წვიმის კრისტალების ექოს. ისევ სიშორიდან თბილად შემომესმა შენი ხმა და ვიცი ვერ მთმობ. ქარმა გაიტაცა თეთრი პელიკანი, ზღვამ წვეთებად შესვა სევდა. შენ რომ დაგესიზმრა ის მზე მე ვიყავი, ფიქრად ჩემი ლექსი გდევდა. ნაზი იისფერი გრძნობის მირაჟები ხომალდს გავატანე ზღვისფერს. უხმოდ მნატრობდი და ჩუმად მიყვარებდი, და ეს ვარსკვლავებმა მითხრეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი