Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_7gg6rlomku0t06f0mebdvs4krg, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მე არ ვარ კარგად - მელანო ზუკაკიშვილი | პოეზია

მე არ ვარ კარგად


ერთი ბეღურაც აღარ შერჩა 
ქუჩის მავთულებს,
წამებთან ერთად იმედებსაც 
ნელ-ნელა ვკარგავ.
ვიცი ყველაფერს საკუთარი თავით ვართულებ,
ეს მერამდენედ ვიმეორებ, 
მე არ ვარ კარგად.

მე არ ვარ კარგად, გაჰკიოდა უტოპიურად,
შინაგანი ხმა, 
ვერ აწვდენდა ღმერთამდე ბგერას.
ვიცი სითბო და სიყვარული ხალხს მეტი უნდა
და მეც ბაგეზე კვლავ უნიჭო ღიმილებს ვკერავ.

ცა არ მინახავს ვარსკვლავებით წლებია უკვე,
ჩემი ბავშვობის მზეც სარკმლიდან არა და არ ჩანს.
პათეტიკაა, 
რომ სიგიჟის საზღვართან ვუხვევ,
პოეტი არ ვარ, 
სათქმელი კი ბევრი რამ დამრჩა.

სასაცილოა ხალხთა მოდგმა, 
უყვართ დამოძღვრა,
დღევანდელობა ვადაგასულ კაპიკად ვარგა.
ამბოხებისგან ნაფლეთებად სული ამომძვრა,
შეშლილი მზერით ვიმეორებ, 
მე არ ვარ კარგად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი