რძისფერი


სართული ბოლო, 
მეთერთმეტე... თუნდაც მეათე.
მე ვიღლები და
ჩემს მაგივრად ღამეს შენ ათევ.
ბინა პატარა,
ფართი ასე... სადღაც სამოცი.
შენ უკვე დიდი,
მეც ოცდაათს თითქმის გამოვცდი.
ბევრი ვიჩხუბეთ,
სარწეველას საით დავდგამდით.
ბოლოს დამითმე,
მაგრამ გულში, ალბათ გაბრაზდი.
უკვე სამნი ვართ,
გარდერობსაც ვამატებთ თაროს.
მგონი სულ მე მგავს,
ბედნიერი ღიმილით ამბობ.
გულზე იხუტებ,
უყურებ და ფრთხილად ირხევი.
ოთახში ბევრი, 
უსაშველოდ ბევრი ტიტები.
ტიტები თეთრი,
თეთრი არა, უფრო რძისფერი.
მე ბედნიერი,
შენც სიგიჟის ზღვართან მიხვედი.
სართული ბოლო,
ხედი, თითქმის მთლიან თბილისზე.
მალე ინათებს,
ჩვენი ბიჭიც უკვე იძინებს.
თბილისის მზეო,
ჩემს თვალებში ნაზად ირწევი.
ცისკარი თეთრი,
თეთრი არა, უფრო რძისფერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი