ტანგო
ერთხელ უსათუოდ გეცეკვები ტანგოს, ერთხელ უსათუოდ ჩავრთავ გრძნობის წამზომს. მერე წავალ ისე, არც ვყოფილვარ ვითომ, წავალ ჩუმად, კრძალვით, დაგესიზმრე თითქოს. ერთხელ უსათუოდ გეცეკვები ტანგოს, ღმერთო, როგორ უნდა, მთვარეს მზე რომ ნახოს. ქარი ურჩად მიჰქრის ზღვასთან პაემანზე, შენ კი ჩემი ლექსის მუზას დაემსგავსე. ერთხელ უსათუოდ გეცეკვები ტანგოს, მერე წავალ ჩუმად თუნდ სინდისმა მტანჯოს. მიგატოვებ ზღვასთან, მთვარის შუქზე მარტოს, დაგიტოვებ ლექსს და იმ საოცარ ტანგოს. დაგიმძიმებ ფიქრებს, გაგხვევ გრძნობის ალში, რომ იფიქრო თითქოს აგერიე სხვაში. თავს არ მივცემ ნებას, რომ გრძნობებმა მმართოს, მაგრამ ერთხელ მაინც გეცეკვები ტანგოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი