ეს ნოემბერი....


ეს ნოემბერი გაცილებით ცივია ვიდრე,                                              
იყო შარშან და უფრო მეტად ვიდრე შარშანწინ. 
არ გავიკვირვებ ახლა მეც რომ ღმერთივით მყიდდეთ.        
თქვენ,  ხომ უსისხლოდ გოლგოთაზე უკვე ჯვარსმაცვით.
არც ის არ მიკვირს თეთრ ღამეებს წითლად, რომ ღებავთ.
ბროწეულების ელვარება ზეცად ინთება.
ვით დედა ითმენს მისი შვილი ნელა, რომ კვდება, 
ღმერთიც იდგა და ჩემს მაგიერ ტკივილს ითმენდა.
ამ მაჯებიდან გადმოღვრილი სისხლის წვეთები. 
იქცა გამთბარი პოეზიის მცირე საწყისად.
მზეს სულში ვიძვრენ, მაგრამ რა ვქნა მაინც ვერ ვთბები,
არ მიმჩნევდით და არ შემჩნევაც,  თითქოს არ მწყინდა.
თქვენ გაიკვირვებთ როცა წავალ დეკემბრის თოვლში
და კვალს დავტოვებ თოვლის ნაცვლად ფურცლებზე ნათელ.
მიწაზე სტუმრად ყოფნის ტკივილს,  ფორიაქს მორვჩი,
და ჩემს წილ სითბოს ცის ეტლების ნაზ რხევას ვართმევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი