ბეღურა


რატომ სველდები ამ თავსხმაში, ჩემო ბეღურა?
მოდი გაგიშრო გალუმპული, პატარა ფრთები. 
გახსოვს გაზაფხულს ენძელების ტყე რომ ეხურა?!
დღეს კი, მე და შენ სველი წვიმის მოტივზე ვთბებით.
შენც მოიწყინე ამ სამყაროს ცქერით, ბეღურა,
წამოდი, ერთად დავისველოთ წვიმაში ფრთები.
ახლა ნუ უცდი, გაზაფხული დიდხანს ვერ მოვა,
გასავლელი გვაქავს შემოდგომის დამღლელი გზები.
რა უსაშველო მონატრება გცოდნია თურმე,
რამდენ ფიქრსა და დარდს ინახავ პატარა გულში.
ზიხარ მარტო და სათითაო წვეთის ხმას უსმენ,
მოქცეული ხარ უსამართლო ცხოვრების ყულფში.
რა უსაშველოდ დარდიანი გული გქონია.
გიცქერ და შენი სიბრალულით მგონია ვკვდები.
დღეს ჩვენი აწმყო ვხედავ უკვე განწირულია,
წამოდი ერთად დავისველოთ წვიმაში ფრთები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი