ბოშათა ბანაკი


მოლურჯო პალიტრა მოხაზა დაისმა
ცაზე და 
სივრცეში წკარუნი გაისმა.
ბრინჯაოს ფლოქვები მოჰქრიან ტაატით
ჰორიზონტს მოარღვევს
ბოშათა ბანაკი.
მთვარეა მდუმარე და მთვარის ანარეკლს,
ველური ქალების ტკბილი ხმა ანაზებს.
ცეკვავენ, ცეკვავენ, 
ცას თავბრუს ახვევენ
ჭრელ-ჭრელი კაბები ვნების ცეცხლს ანთებენ.
საკინძე შეხსნილი მხრებს არხევს ამაყად
და მკერდზე ჩამოშლა დაიწყო დალალმა...
ცეკვავს და უღიმის,
მზერით ჭამს კავალერს...
ვითომ და ამ ქვეყნად არც არა ადარდებს.
ცაში მზეს ედრება, ყვავილებს მიწაზე,
ბოშა ქალს თუ ნახავ იქ ღმერთსაც იწამებ.
ველური სინაზით, როკვით და ტაატით
ცას თავბრუს ახვევდა ბოშათა ბანაკი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი