მელანქოლია


დღეს ზეცამ კალთა დაიფერთხა ჩემს
ფანჯრებთან თეთრად, მსუყე-თოვლიანი.
მთვარე ბუდიდან გამომძვრალი თვლემს
და ნისლებს ეტმასნება მშვიდი, მომღიმარი
სახით, ვითარცა მორცხვი ქალი.
ზეცაა ცივი და არამდგრადი, თრთის...
საცაა მიწას დააწვება მთლად,
სულსაც შემიშფოთებს, მშვიდს
რადგან სითეთრე ჰორიზონტზე
შენს სუნთქვას ჰგავს
და ჩემი ნაცრისფერი ოთახიდან
კვლავ... 
მოცარტის ჰანგებია, 
მკლავს...
სულის სიცივე მოცარტიდან.
თოვს...
 სამყაროს სამეჯლისოდ რთავს.
შენ იცი, თოვლის მდუმარება, 
როგორ მგავს,
შენ იცი, თოვლის სიმშვიდე,
როგორ მგავს...
შენ იცი, თოვლის დნობა მკლავს. 
და ვდნები
და ვქრები
და თოვლმა გაათბო ცა..*

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი