მამშვიდებ
ისე მამშვიდებ, როგორც შავი ზღვა - მზის ჩასვლისას. როგორც წვიმაში - ტირიფების ფოთოლთ შრიალი. ისე მათბობ და ისე მავსებ, როგორ არ გითხრა, როგორც ზაფხულის მცხუნვარე დღეს ნაზი ნიავი. ისე მჭირდები, ვით მომაკვდავს უფლის შენდობა, როგორც პილიგრიმს ერთადერთი გზის დამლოცავი. მე რომ ყოველთვის სიყვარული ღმერთი მეგონა, თურმე შენა ხარ, ის ღმერთიც და ის სალოცავიც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი