ფრანგი ქალი


ფრანგი ქალის უნატიფეს სილუეტით,
იწონებდა თავს ზღვისფერი გონდოლა.
ვით კონკია, ჯადოსნური ღამის ეტლით,
მოდიოდა და გრაცია მოჰქონდა.
ნიღბოსნებით მიმოფენილ წყლის ქალაქში,
ფრანგი ქალის სურნელს სიო დაეთრო.
ვის ახსოვდა ნაწვიმარზე ცის განგაში,
ირგვლივ ყველა ქალის ცქერით გაერთო.

- იცით, მადამ?! - თქვენ ათრთოლებთ დედამიწას,
თქვენ რომ გხედავთ, მზეს აკლდება სინათლე.
მაგ ქარვისფერ თმებს და ღვთიურ ღიმილს ვფიცავ,
თქვენი ხილვით, მე სამოთხე ვიწამე.
- იცით, მადამ?! - მგონია, რომ შეგიყვარებთ,
გული მიგრძნობს ჩემში სანთლად ინთებით.
თუკი მფარველ ანგელოზად ვერ მიწამებთ,
თქვენი ჩრდილი უსათუოდ ვიქნები.

(მოხდენილი კავალერის არითმიამ,
ციდან წყალში ჩამოღვენთა მთვარე.
სიყვარული ერთი ნახვით გამიგია,
მაგრამ არა - ''შორიდან და ღამე''.
სამეჯლისო ვალსის დროს, რომ არ დამარცხდე,
თვალი თვალში, რომ ჩასახლდეს მორცხვად.
ის გაჩუქებს ვენეციურ კარნავალზე
დაუვიწყარ, ერთ პარიზულ კოცნას).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი