ნაზამთრალი
ოცნება ნედლი - ნაზამთრალზე ქარებს მინებდა. შენ ფიქრებიდან ილუზიას ისევ ვერ თმობდი. ყოველ ნაბიჯზე გაცრუება იცის იმედმა, როცა გჯერა და ბნელ ღამეებს წრფელად ენდობი. ნუ გიკვირს, რადგან ძველებურად ირგებენ ნიღბებს. ტვინს ნუ გაიხდი ეჭვების და სევდის სამარხად. ცხოვრება, თუ კვლავ დამშეული მხეცივით გიღრენს. გაუღიმე და გაატანე ღრუბლის ქარავანს. ნუ დაუჯერებ სარკმლის მიღმა მოწყვეტილ ვარსკვლავს. აუხდენელი - ახდენილზე ტკბილია უფრო. ყველა ოცნება, ფრთაშესხმული, უკვე სულს ღაფავს და გადარჩენის მოლოდინით, გზას ნაბიჯს უწყობს. ან ვის ჭირდება გადარჩენა?! - სისულელეა. რისთვის მოვედით?! საიდან, ან საით მივდივართ?! ყველა წალკოტის მიღმა ისევ ცოდვის ღელეა. ვიცით შევცოდეთ და არ ვიტეხთ მაინც იხტიბარს. ჰოდა, თუ გათბობს სიმარტოვე, ქარები, წვიმის ექო და ჭიქა სასმელია ფიქრის ეტრატი. თუნდაც თითებზე შემოგაცვდეს სიცოცხლის სიმი. წადი და დათმე, ყველა, ვისაც გულით ეძახდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი