საქართველო
გზები მქონდა - მოუსვლელი, ვერნაკეცი.. ნატვრა - ნედლი ნოსტალგიით დამძრალი. მოვედი და დამხვდი სივრცეკუნაპეტი ბნელი, როგორც ნაომარ-ნახანძრალი. მოვედი და ვდგავარ მზერადათრგუნული, გელი, სიტყვას როდის მეტყვი გასახარს. იქნებ ჯობდა, რომ უბრალოდ გამბუტვოდი, შენ კი არსად. . არსად.. არსად არა ხარ! . დაკარგული ღმერთიც რატომ მეგონა რომ შენს უბეში დამრჩა, დავასამარე.. ვეღარც ღმერთი მაპოვნინე, მეგობარო. . სამშობლოვ, თუ. . ტკივილების სამარევ. დამახვედრე ნაშიმშილარ ძღვნად სიკეთე, მომიხუცდი, დამიბერდი, რამეთუ მხარ-მკლავები ერთიანად მოიკვეთე, მოქვის კართან სანთელი ვერ დამენთო. მშიერ-მშიერ. . ქუჩა-ქუჩა. . აღმართ-აღმართ. . ცრემლებს ვიშრობ, ჩამოგხოცავ იარებს. თითქოს ღმერთმა შენი გაზრდა დამავალა, ვერ შევძელი, მცდარი გზებით ვიარე. მე მოვედი ყინვანაცემ წამწამებით. ნეტავ, ჩემი სულის ორმო განახა. გაიღვიძე, დამიბრუნდი, სად წახვედი?! საქართველო, საქართველო, სადა ხარ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი