ენტელექია
შორს... კათედრალის ზარები რეკენ. მე კი ვცდილობ და სიტყვებს ვერ ვაბამ. ვით მებადური გაქცეულ ბგერებს ვიჭერ... ლექსები კანზე შემახმა. დღეს უჩვეულო იყო სარკესთან შეხვედრა, ვნახე იცვალეს ფერი თვალებმა, თითქოს ვიღაც მართმევდა სულსა და სხეულს, ავღსდექი მკვდრეთით. და ეს არ იყო ბედნიერება. არც მწუხარება არ იყო მივხვდი. ჩემში დაიწყო ახლის შენება, დაინგრა ის რაც ვაშენე სხვისთვის. და იყო შიში - შიში მზერისა. რომ თვალებს მიღმა უცხო ბუდობდა. როდესაც სიტყვამ ლექსი შენიღბა, გონება ჰგავდა აზრთა სუროგატს. და იყო სადღაც ცათა ღაღადი ბრძენთა საუფლო (ფრომი, გოეთე) ცხოვრებისეულ მძიმე დრამაში განგება ბადებს თურმე პოეტებს. იყო სიმშვიდის ფონი ერთგვარი. მდუმარება და სიშორის განცდა. ადამიანი ჩემში მფეთქავი მოკვდა, მის ნაცვლად პოეტი გაჩნდა. და ეს არ იყო აღფრთოვანება. არც მწუხარება არ იყო ვგონებ. დასწყევლა სულის ნაკლოვანება, ენტელექია ეწადა პოეტს. იყო ნისლი და იყო ქარები. მკვდართა საუფლოს ვიქეც დედოფლად. ქვესკელის მიღმა ფონსაც გავედი ვიცი არ მელის ხსნა და შენდობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ძალიან მომეწონა