შენ ხარ შემოდგომა


შენ ხარ შემოდგომა..
უფერებო.
მზერა ნისლიანი - ბლანტი სევდით.
ქარი გაშლილ თმებზე გეფერება.
ქარი თავხედი და გამყიდველი.

ზანტად აგიშალა ოცნებები.
მიაქვს ემოცია ფოთოლ-ფოთოლ.
მიწა ვერცხლის წვიმით იკოცნება
და შენც მიწას ერწყმი როცა მოთოვს.
სივრცის ჭრელა-ჭრულა სარაფნები
ვეღარ მოიხდინე, დაღლილ მხრებზე.
ასე, დარდიანი დანანებით
ნისლის სარეცელი დაახვედრე.
ცივო ზამთარო და თეთრო ზეცავ,
თუნდაც ნაადრევად დაათოვე..
ქარო, განა მართლა ეცხოვრება-
ფოთლებს სულ გაგატანს საღამომდე.
შენი ჟინაშლილი სულის სალსა,
შიშველ ხეებს უკვე ჩალად უღირთ.
ქარო, ბობოქარო, გული დასწყდა -
ის ხომ შენს ქროლვაში განადგურდა.
იცის, მალე წახვალ, მიატოვებ..
გაცვლი თბილფერება სეზონებში.
ფრთხილად წამოკრეფს კვლავ სიმარტოვე,
სევდის ნამსხვრევები ეგონება.
.
ცივო ზამთარო და თეთრო ზეცავ,
შენი მშვიდი სევდით.. 
ნაზი სევდით..
შენი სიფრიფანა კანი ეცვა.
თოვდა -
ნანატრი და ნასიზმრები..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი