შენ ხარ შემოდგომა
შენ ხარ შემოდგომა.. უფერებო. მზერა ნისლიანი - ბლანტი სევდით. ქარი გაშლილ თმებზე გეფერება. ქარი თავხედი და გამყიდველი. ზანტად აგიშალა ოცნებები. მიაქვს ემოცია ფოთოლ-ფოთოლ. მიწა ვერცხლის წვიმით იკოცნება და შენც მიწას ერწყმი როცა მოთოვს. სივრცის ჭრელა-ჭრულა სარაფნები ვეღარ მოიხდინე, დაღლილ მხრებზე. ასე, დარდიანი დანანებით ნისლის სარეცელი დაახვედრე. ცივო ზამთარო და თეთრო ზეცავ, თუნდაც ნაადრევად დაათოვე.. ქარო, განა მართლა ეცხოვრება- ფოთლებს სულ გაგატანს საღამომდე. შენი ჟინაშლილი სულის სალსა, შიშველ ხეებს უკვე ჩალად უღირთ. ქარო, ბობოქარო, გული დასწყდა - ის ხომ შენს ქროლვაში განადგურდა. იცის, მალე წახვალ, მიატოვებ.. გაცვლი თბილფერება სეზონებში. ფრთხილად წამოკრეფს კვლავ სიმარტოვე, სევდის ნამსხვრევები ეგონება. . ცივო ზამთარო და თეთრო ზეცავ, შენი მშვიდი სევდით.. ნაზი სევდით.. შენი სიფრიფანა კანი ეცვა. თოვდა - ნანატრი და ნასიზმრები..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი