მაგიდაზე მინაწერი
აჩრდილების ქალაქის ბნელი რაიონიდან.. იქვე გარეუბანთან, არ მისული სენამდე. ღამე შეექცეოდა შოკოლადის რავიოლს, ფელენტონებს ჰყვებოდა მაგიდაზე მინაწერს.. რომელიღაც ეპოქის რომელიღაც სხვენიდან, წვიმა ჩამოიღვარა მთვარიანად მიწაზე. უხილავად ნაგრძნობი სასწაულად მენიშნა. შენ კი ლექსში მოკლული ცოცხალივით მიწამე. ქუჩა ინაპირებდა უთვისტომო რაინდებს - ჩამქრალი ჩირაღდნების უკანასკნელ ნათებად ჩუმად დგახარ - უმიზნო, დახრილ თვალებს მარიდებ. დროჟამგახუნებული კინო-ფირი არ წყდება. ვერცხლისფერ და ცივ კანში თუკი მაინც შემოგრჩა, სიცოცხლით გადაღლილი სული თეთრი კვამლივით. მინდა გელაპარაკო, თავხედობა მეყოფა. . გული გადაგიშალო - სივრცის ლურჯი ნაპირი.. ხიდებიდან კიოდა წუხელ ქარი - tu me manque. მერე ჩაიდუდუნა მორცხვად - ne me quitte pas. მე კი ისე მიყვარხარ. . მე კი ისე მიყვარხარ. . მე კი ისე მიყვარხარ. . სიცოცხლეც კი მინდება. აჩრდილების ქალაქის ბნელი რაიონიდან, იქვე გარეუბანთან, არ მისული სენამდე. ღამე შეექცეოდა შოკოლადის რავიოლს, ფელენტონებს ჰყვებოდა მაგიდაზე მინაწერს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი