სხვა ხარ


(ოკეანე ფრთხილად არწევს მზის აკვანს.
სისხლისფერი დაისი წევს ცის კადრში).
დროსთან ერთად მანძილებმა იმატა,
ხომალდს სულ სხვა ნაპირისკენ მივყავდი.
შენ კი სხვა ხარ..
სხვა სივრცე და სხვა ღელვა.
სხვანაირ ქარს მოყოლილი ნამქერი.
მიძინებულ ზამთართან რომ ამღერდა
ის დილა ხარ, გაზაფხულს რომ ვარქმევდი.
.
მე ხომ ვიცი, რა ქარტეხილს ებრძოლე.
რამდენ კლდეში გაიარე უსისხლოდ.
სირცხვილია, შენს ჭრილობებს ვერ ვგრძნობდე.
სირცხვილია, შენს დუმილს არ ვუსმინო.
.
ის ქარი ხარ, თვალებში რომ ჩამდგარა.
ის ამინდი- ხმაში სევდას რომ აქსოვს.
(რა იქნება შენც მომძებნო ხანდახან.
რა იქნება, მზის ჩასვლამდე მომაგნო).
შენი მოსვლა და სიმშვიდის შეგრძნება,
მომაგონებს ნუშის შრიალს წვიმაში.        
ხე რომ ფრთხილად დაღლილ მხრებზე მეხვევა.
თმებს კი თეთრი ყვავილებით მიმარცვლის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი