სიტყვებსაც დუმილს მივაჩვევ
გარეთ წვიმის ხმა აბრეშუმის შრიალს წააგავს, ფიქრებით ვწვდები ვეივერის მფლობელ ჰააგას. ვიწრო სივრცეში ჰორიზონტი მოსჩანს იმხელა, ნიაგარაც კი სიმორცხვისგან დენას იკლებდა. ზღვარი არ უჩანს აზრთა წვდომის მარადისობას, და ცისარტყელამ სათნოების სხივი ისროლა. მილენიუმი ემსგავსება წამის მეათედს, თურმე ლურჯი ზღვაც კი გაწითლდა როცა შეაქეს. მთრგუნავს ყოველი რაც ეხვევა ბოღმის მახეში, მთრგუნავს სიბნელე გონების და სულის არეში. ვამარცხებ მოკვდავთ ორაზროვან ფიქრთა სიავეს და თითქოს აზრთა ჭვრეტისათვის კლდეზე მიმაბეს. დაჟანგულ ჯაჭვებს უხილავი ამბოხით ვამსხვრევ, დავდივარ, კვალში სათნოების აჩრდილი დამდევს. ვხედავ ყველაფერს, ვამჩნევ აზრთა მიღმა სიშმაგეს, თუმცა ჩუმად ვარ და სიტყვებსაც დუმილს მივაჩვევ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი