მიუტევები
მე რომ ავად ვარ, ეს არ არის შენთვის ახალი. ავად ვარ სულით ხორცამდე და მტკივა ნერვები. გვიანია და თუნდაც კედელს თავი ვახალო, შენ ხარ პილატე, მე ბარაბა მორჩა, გნებდები. ისევ ღმერთსა და მის ძეს ვწირავთ, დაუსაბამოდ ადამიანთა მოდგმა ვართ და იუდევლები. პირში ვუღიმით ერთმანეთს და აუგს არ ვამბობთ, მაინც ცოდვების ზღვა ჩაგვიცვამს, მიუტევები. გავყიდეთ ღმერთი, ვყიდით სულს და ვყიდით ერთმანეთს, დაცინვა, ჭორი, დაბეზღება გვექცა მოტივად. ლოცვა, როგორღა მივიტანო, როგორ ღმერთამდე, ცრუ განგაში და ლექსის წერაც ისე მომწყინდა, რომ ყველა ღამეს ფერებს ვუცვლი, ვეძებ სინათლეს ბნელში, უკუნში, სადაც მუდამ ბუდობს ეშმაკი. სადაც იუდა ხარხარებს და თავს არ იმართლებს, როგორ დავთესო სათნოების ციცქნა ლერწამი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი