მე ვნახე..
მე ვნახე - ელვარე ატმის რტო, მზე მასში დალალებს მალავდა. არ ვიცი - საიდან დაიწყო და არც ის, ასე რად დამთავრდა. ლამაზი დღეების აკიდო ზამთარმა ზეცამდე აზიდა. იმ ღამით რა მოხდა, რა იყო, სიტყვები არ გინდა, არ მითხრა. მზე იყო, წვიმა და ატმები ყვაოდა მიწიდან ზეცამდე. ვფიქრობ და მგონია არ ვცდები, რომ გაზაფხულივით ვერ დაგთმე. ვიღაცას სტკიოდა, ვიღაცას სიცილით ცრემლები სცვიოდა. დღემ ღამეს რატომღაც მიბაძა დუმილი არ დათმო იოლად. ჰოდა ამ დუმილშიც თუ არი გრძნობათა ღრმა გრავიტაცია. იცოდე მე შენი მდუმარე მზერის საიდუმლო მაცვია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი