ერთი მსახიობის თეატრი
როგორც ათასიდან ერთი უცნაური ხედვა, ისე შეამჩნია ჩემმა ფიქრებმა და ღამე ფარდად დაეფინა ერთი მსახიობის თეატრს, მთვარე - დირიჟორი ვარსკვლავთ დასზე ლოკავს გამებს. ღამის პარტერია ჭუჭყით ნაქოთები მიწა, სანახაობისთვის ბრბოს არ ეზარება ტაში. ერთი მსახიობი, ერთი მიზნით აპობს სისხლძარღვს, იქნებ გააცოცხლოს ფსკერში ჩამარხული ბავშვი. ძველი პათოსია, როგორ შეედაროს ვან გოგს, უპატრონო ჯამბაზს, სულში მიაკვდება ძაღლი. ახლა ის ტანგოა, მარტოსული კაცის ტანგო, ერთი მსახიობის, ერთი სიცოცხლით რომ ბარდნის. ნიღაბს არ მოიხსნის უფრო მყუდროა და მშვიდი, ტალღებს მიაბარებს პეშვით უკანასკნელ ხურდას. ერთი მსახიობი ბოლო როლისათვის იბრძვის, თუმცა ამ სცენარით, წესით მომკვდარიყო უნდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი