ციდან სამ მეტრზე
ჩვეულებრივზე თბილი იყო გუშინ საღამო. სითბო ჩემიდან შენამდე, ან იქნებ პირიქით და სიფრთხილემ, რომ ემოცია ისევ დაღალოს, ასე ვარჩევდი, მან არ იცის თავის ტკივილი. ნეკერჩხლის ფოთლებს უსწორებდა ქარი ნიადაგს, და ჩამობერტყა ცამ ღრუბელი ტირილ-ტირილით. გავერთე წერით და იმდენად დამაგვიანდა, გამდნარი თოვლის სითბოს გაჰყვა შენი ღიმილი. არ დაგიძახე სიამაყე ცას დაეტოლა. მანძილი შენგან ჩემამდე თუ ''ციდან სამ მეტრზე'' იყო გრძელი და გეფიცები უკვე მეგონა რომ მე ლექსებით ვერ ნათქვამის თქმაც კი გავბედე. ბუნდოვანება თუკი გახდა უფრო ხილვადი, ცხადი და ახლა ნუღარ მკითხავ უკვე - რა იყო. მინდა მოხვიდე ბოლო მარტის, ბოლო წვიმაში, ჩამეხუტო და ყველა დარდი წყალმა წაიღოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი