თამაში
ნუ მკითხავ ნურასდროს, როგორ ვარ. რა გითხრა, თვითონაც არ ვიცი. როგორც ბავშვთა სახლში გოგონა, ვზივარ და სიშორეს განვიცდი. ველი და არავის არ მოაქვს, ის დაპირებული თოჯინა, ცხოვრება ყველას რომ ჩუქნის და თითქოს მეც თამაში მომინდა. დაცინვა მომინდა უღირსთა. გართობა იმ ცელქი ბავშვივით, მუდამ რომ რაიმეს აფუჭებს და მერე მშობლისგან დასჯილი აგროვებს სირცხვილის ნაჭუჭებს. მეც ასე ვაგროვებ ტკივილებს, მისერავს თითებს და სისხლი მდის. ვიარე, არსად არ მიმიღეს. ნიღბებს კი გზადაგზა ვიცვლიდი. კეთილთან კეთილი ვიყავი. ბოროტთან - ბოროტზე ბოროტი. ავკინძე ათასი იგავი და ღამით ღმერთებთან ვომობდი. ვეძებდი სამართალს, ამ ძებნით მივხვდი რომ დავკარგე მთავარი. სულიდან ხორცამდე დავძველდი და ბეწვის ხიდები გავაბი. დავდივარ, იქნება დამიცდეს ფეხი და გაფუჭდეს სიცოცხლეც. შემინდე, ყველაფერს გაფიცებ, ლექსებს ხომ ჩემს ნაცვლად გიტოვებ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი