შობის სასწაული


ჩემი სიყვარული, - მისმენ?! -
არ ჰგავს ჩვეულებრივ გრძნობას.
იცი, რა უთქმელად გითმენს..
იცი, რა უღმერთოდ ბორგავს..
მუდამ მეყვარები, გესმის?!
(სიცილს ნუ მოჰყვები ისევ).
თოვს და თეთრ ფანტელებს ვერწყმი.
წვიმს და წვიმის ვხდები სივრცე.
                                                            
და თუ შენც გაბედავ სიკვდილს,
როცა გარეთ არის თოვა.
მე თავს არ მოვიკლავ, გიკვირს?!
მე შენ გადაგარჩენ - მოვალ.

ზანტად ჩამოწვება ბინდი. 
ღელვა შეეჩვევა ტბებსაც.
და ვერ შეამჩნიო, მინდა
თვალებს- დაბნეული შემრცხვა,
როცა ჩუმად გეტყვი: იცი?!
შვილი გვეყოლება - გოგო.
(ხმასაც შეერევა ნისლი.
ხმაშიც უსაშველოდ მოთოვს.)

შენი თვალები და მზერა.
ჩემი ხასიათის შტრიხი.
მჯერა, ასრულდება, მჯერა,
შობას დადებული ფიცი.

მენატრები - მეთქი, მისმენ?!
შობის სასწაულის გჯერა?!
ჰოდა, ჩაიფიქრო იქნებ. .
შობას ოცნებები ხდება!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი