სიზმრიდან


მეტი რა გითხრა, მე ახალი რა მაქვს სათქმელი.
სიზმრებიც ისევ ძველია და უხმოდ ხუნდება.
ისევ წითელი ტბის ლიცლიცი,
ფიქრის წამება.
წრეზე უკუსვლა და ნაგრძნობი არდაბრუნება.

კვლავ სიზმრის ბოლოს ტბის მდუღარე ამოყვირება.
ქაფი, შხეფები, დაკივლება - შხამია, ფრთხილად!
ისევ წვალება. 
ზმანებათა ცხრა ცდომილება.
და გზააბნეულ სულებს ისევ სხვის ძვლებთან სძინავთ.

სხვა რა გიამბო - წვიმებია. წვიმებმა მითხრეს,
რომ შხამიან ტბას გადაურჩა ორი მოხუცი.
წინათგრძნობაა, განგებაა, ხილვაა იქნებ.
ჩვენი სიბერე დავინახე, 
როცა მოვბრუნდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი