ისეთი არაფერი
დღეები დაგრძელდნენ. დღეები ღამეებს გადაებნენ. მიწებმა ამოზარდეს ავსული "მოტანკები". უზადო სახეებით. უზადო გამოხედვით. მივლიან, მიღიმიან... თითქოს და მოვაკლდები. თითქოს და მომტირიან... უჩემოდ ავადობენ. თვალებში მიცქერენ. (თვალებით დამმარხავენ). ხარხარით, ხმაურით, უგვანო ისტერიით, უწყვეტი ქაოსით.. წრიალით გამაძღარნი. ღამეებს გამოაბეს უძილო დარაბები. სამარხად გამიხადეს კედლები დაბურული. გარეთაც არავინ ჩაივლის საიმედო. (მზეები მოკვდნენ და მზეები გაყინულან). თვალებზე ხმელ-ხმელი ეკლები დავიფარე. ბაგეზე - სიკვდილის მდუმარება. შენც ისე გულცივი გამხდარხარ. (მენანები) ქვასავით უტყვი და კლდესავით უკარება. ჩემში კი არაფერი - თავს იკლავს დანარჩენიც. გამქრალა თუ მწამდა. რომელი ზიარება?! ნუ დარდობ, საშიში (მერწმუნე) არაფერი რაც დამრჩა უბრალოდ... ისეთი წმინდაა- მენანება..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი