მარტის ფინალი


მარტის ფინალი კვლავ გვიამბობს ბანალურ ამბებს.
ანგრევს დამბებს. მძიმე ნისლით გვმოსავს სრულიად.

გაზაფხულია, დაგვიტოვებს უცნაურ ამინდს.
ბარდნის. სადღაც ქარიშხლების აღსასრულია..
სცრის მშვიდი წვიმა, გამჭვირვალე, ფიქრის არიებს.
მოინანიე.. 
კოშმარები წყალს გაატანე.
დამდეგ მარტამდე.
მერე თავიდან. 

გავიდა წლები- 
ორი, სამი, ოთხი.. მეხუთე.
შევფუთე ყველა ხელნაწერი, ყველა ამბავი.
დავალბე სიტყვა, გავამზადე ზაფხულის მზისთვის.
ვიჩურჩულე შელოცვა შვიდგზის.
ვუცდი აყვავდეს.

მიზიდავს ღამის მისტერია ანდამატივით.
მის სიღრმეში ფესვი გავიდგი.
ასე მარტივად-
სამოთხის საშვი სასთუმალთან,
თვალს შევავლებ ჩოხელს, ჭილაძეს..
მოხვალ დილამდე, სიმშვიდევ ჩემო?!
რა შორია მაინც შენამდე..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი