დანებება
ღამემ ჩაასო ბასრი ეშვი ხსოვნის ფერწერულ ტილოს და თვალი წაუვიდა სიმშვიდის ქსოვილს. გეტკინოს, იგრძნო, განიცადო, მაგრამ ვერ წერო- წყევლაა მგონი. რაც ვერ დავწერე. ის, რაც ვერ ვთქვი. რაც ვერ ვიგრძენი.. უბრალო სიტყვა, მეტაფორა, მძაფრი შეგრძნება, იმ ჯადოქარმა გაიყოლა ლურჯი სიზმრებიც.. ბრძოლა მბეზრდება. სათქმელი განა გამცირედდა, ჯერ არ დამშრალა სიტყვის მდინარე, კვლავ ყვავილობს ყველა სალი-ხე, მაგრამ გალობით დათაფლული მასვევს სამსალა. ენა გამიხმა. სიტყვა ძალაა, ბასრი დანა.. დაგჭრის, დაგსერავს. სულსაც მისწვდება დაიმსხვრევა წმინდა საუნჯე. ვიგემე მწარე ბალღამის და სიტყვის სასჯელი. ღმერთო, დავმუნჯდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი