... (შენც ხომ ქალი ხარ)
შენც ხომ ქალი ხარ, ხშირად გხიბლავს ჩანთა, საყურე.. უბრალო კაბა- ზურგმოხდილი, შავი მაქმანით.. ზოგჯერ პოეტი. ცას გაჰყურებ. იმ დროს შენატრი ბგერას ბგერაზე ყაისნაღით როცა ართავდი. ლურჯი მელნიდან ამოგყავდა თეთრი სიმშვიდე. აქ ყელსაბამი, იქ ლექსები, სურათი, სარკე. სახლის “დეკორი” ან ნაცნობი თარო წიგნების. მიდიხარ უცებ შვილს პატარა შუბლზე ეხები. სიცხე მაღალი, (თერმომეტრის ეკრანზე არკვევ..) და რა მარტივად ასულერთებ ჩვეულ სურვილებს. წყალს ატან ყველა მატერიას, მერე პირამდე მის ტკივილებზე უსაშველო დარდით ივსები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი