0 57

^ ^ ^


მარტის მზის სხივი, შენი ცივი თითების სითბოდ,
შემოსრიალდა სარკმლიდან და 
თვალებთან დაწვა.
ამწყდა გულიდან მარგალიტის მძივები თითო-
თითოდ და ლექსში 
უჩვეულო სიცივეს მარცვლავს.

მოხრილი ხელი მაგიდაზე და ხელზე ლოყა,
თვალებში მზე წევს - ჭირვეული ამინდის ნიშა.
ვნიშნავ მანძილებს სტროფებს შორის,
ლექსებით მომყავს
გაზაფხული, რომ მიმატოვოს სიცივის შიშმა.
კომენტარები (0)