უცხო
გრძელდება წვიმების უსაზღვრო დინება. ნისლების პერანგი ჩაუცვამს ექსლებანს. ქუჩებში დუმილის საღამო იღვრება, ჭადრებიც ვერ გცნობენ, ”Bonsoir” ! – ”ეს მე ვარ”. გაჰყვები ფიქრებში გართული ჰიუგოს ქუჩას და მიაღწევ მხიარულ ”Place Revard”-ს… და ისევ ვერ გცნობენ მდუმარე ჭადრები… ჩუმად ესალმები… ”Bonsoir” – ”ეს მე ვარ”. წვიმა კი წკარუნობს ”უცხო ხარ”… ”უცხო ხარ”… და ახლა ხვდები, რომ გაკლია სულ ცოტა… ყელში გაქვს ცრემლები, ყელში გაქვს სიტყვები, და ფრანგულ კაფეში, დარდისგან იცლები. – ”un cafe, s’il vous plait”… სიგარეტს უკიდებ… ზუზუნებს ”ადამო” და შენ გძულს სამყარო. გრძელი ავენიუ… დაორთქლილ მინაში ”უცხოა”… ”უცხოა”… და შენ ხარ წყვდიადში. უშაქრო ყავა და სალვატორ(ე) ადამო… ”უცხო ხარ” – ეს ტვირთი სულ უნდა ატარო… და გტკივა… და გცივა… და ”უცხო” წვეთები… მინაზე უტიფრად კვლავ ცვივა… კვლავ ცვივა… მტანჯველი ფიქრები გულით დაგაქვს… კაფეზე წარწერა – ”l’arbre à palabres”…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი