საბავშვო


ათინათი ათასფერად
ალიცლიცდა, აენთო,
მალე ზეცაც განათდება,
მოდი, ერთად გავერთოთ.
ლილუ, ნიტა, ტასო, ანო,
არ გვაჯობონ ბიჭებმა,
ჯერ ხელ-პირი დავიბანოთ,
შემდეგი ვინ იქნება?!
დედიკო არ გავაბრაზოთ,
სულ მივირთვათ საუზმე,
ჩავირბინოთ სადარბაზო,
ხტუნვა-ხტუნვით გავუდგეთ
გზას საბავშვო ბაღისაკენ,
სიმღერით და ლექსებით,
ჩვენ ხომ სულ არ დავიღალეთ
ცუღლუტობით ცელქები.
ვითამაშოთ სახლობანა,
მოვეფეროთ თოჯინებს.
იქნებ ბიჭებს ომობანა
მოსწყინდეთ და მოვიდნენ.
ყველამ ერთად მოვიფიქროთ
სიხარულის ზღაპარი,
რომ არასდროს მოვიწყინოთ,
გვქონდეს გული გამთბარი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი