წამოდი
წამოდი, გამომყევი, მომენდე და გაჩვენებ იმ მზეების სამოსახლოს. მთებზე რომ მშვიდი ბინდი მოედება ლურჯ ცაზე ვარსკვლავები გამოვაცხოთ. არ გვინდა არც სიტყვები, არც რითმები, დუმლიმა დამიჯერე, ბევრი რამ თქვა. შენ შენი, მე ჩემს ტკივილს მოგიყვები, ჩვენ არა - ეს თოლიებს დაუღამდათ. წამოდი, მოიშორე დარდისფერი, თვალებში ცის მნათობებს ჩაგისახლებ. შემეძლოს, მეცხრე ცასაც გაგიღებდი, მომენდე, ყველა ტკივილს დაგიამებ. წამოდი, მოვეფეროთ ნაკადულებს, მცივანა ბეღურები დავაპუროთ. ყინვაში შენი სუნთქვა დამახურე, გამათბე, არეულო გაზაფხულო. წვიმაში დაგიხატავ ცაზე მზეებს, თბილ თოვას შეგაყვარებ ალბათ უფრო, ნაცნობი სევდასავით დამებედე, მაშინებ, არეულო გაზაფხულო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი