დამშრალი ტბები
დამშრალი ტბების ნაპირებთან სთვლემდნენ ნავები. ვიდექი, დამშრალ აზრებს გლეჯდა მარტის საღამო. მე რომ მცოდნოდა რა გტკიოდა დაგიამებდი. მაგრამ ახლა ხომ გვიანია, ახლა რაღადროს. წვიმა ცდილობდა ამოევსო ტბათა ნარჩენი, მზეების მიღმა ფერიები კრეფდნენ ლიანებს. ღამევ, ბოლო დროს ტკივილიან ფიქრად დამჩემდი. ღამევ, ბოლო დროს სევდიანად ამეკვიატე. ნეტავ, ქარები სად მიაფრენს ცისფერ თოლიებს, ნეტავ, რას უკრავს ნერვიულად სხივთა გამები. ეს უნიათო დარდი ვეღარ მოვიგერიე, დამშრალა ტბები, დაშრა სუნთქვა, დაშრა თვალები. გავიდა დრო და მეც გავყევი ნაბიჯ-ნაბიჯად. მტკიოდა, ვტკენდი და ცოდვებიც გავიათკეცე. ყველა შეცდომა, ღმერთო, ისე ძვირად დამიჯდა, ვნანობ და ახლა ყველა ნატვრა ბერად აღვკვეცე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი