შიში


რაღა შემოგვრჩა საიმედო! - ვფიქრობ და ისე
უცნაურია ეს ფიქრები თვალწასულ ცას გავს
კვამლი რომ აპობს და თვალებსაც ბავშვივით ვისრეს,
ძილისპირულზე მოთენთილი ხალისს რომ კარგავს
ცელქობისა და მინდა გავცდეთ მოცემულ საზღვრებს.
სადმე ცის თაღში, ოკეანის კლდოვან ნაპირზე
დავიდგათ ქოხი და ტალღები წვიმებით ნაფენ
ჰორიზონტებზე ყოველ დილას გემოს გაგვიგებს
მე და ჩემს ლექსების, უძილობის დროთა ციკლიდან,
როცა ზმანების ოკეანე თვალებში ცეკვავს.
სტრიქონებს შენთვის სულ ჩურჩულით, ჩუმად ვიტყვი და
ჩაგეხუტები მთელი გულით, რომ თითქოს მეტად
ვეღარ შევძლებ და აღარც იყოს დრო ან მომენტი,
ჩემთვის და შენთვის, აირიოს ცოდვა და ბრალი.
ვერც ვერასოდეს ვეღარ მითხრა - შენთან მოვედი
და ტალღის ფრესკამ ცივ ღამეში დაგვწეროს ჯვარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი